Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა

1margoერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Golden Apricot” (ოქროს გარგარი) ქართველი კინორეჟისორის ფილმი საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, 24 წლის მარგო ზუბაშვილის ფილმი “დინოზავრი” მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში Apricot Stone მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოფიციალური საკონკურსო პროგრამის ნაწილია.

როგორც ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის ვებ გვერდზე წერია, მარგო 24 წლისაა. “დინოზავრი” მისი სადიპლომო ნამუშევარია. რეჟისორს სამი ფილმი აქვს გადაღებული: მოკლემეტრაჟიანი ფილმები “დინოზავრი” და “ოლიმპია” და დოკუმენუტრი ფილმი “წინან-დალი”. ამჟამად რეჟისორი მუშაობს ახალ ფილმზე სახელწოდებით “ანა”, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულია.

კინოფესტივალი “Golden Apricot” ერევანში 12-19 ივლისს გაიმართება.