15 ივლისი, 2015

ქართული ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალზე მოხვდა

1locarnoლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმი მოხვდა. კინოფესტივალზე, რომელიც წელს 68-ედ ჩატარდება, მონაწილეობს 25 ფილმი სხვადასხვა ქვეყნიდან – ბრაზილიიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, ფილიპინებიდან, საბერძნეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, პორტუგალიიდან, ამერიკიდან და მათ შორის, საქართველოდან.

ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს:

“დათა ფირცხალავას “მამა” ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია. ფილმს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში (pardi di domani) აჩვენებენ. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 15 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.”