17 ივლისი, 2015

PSY ავარიაში მოყვა

1psyმსოფლიოში ცნობილი რეპერი PSY ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ავტოკატასროფაში მოყვა. მისი ძვირადღირებული როლს როისი ავტობუსს შეასკდა.

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, შეჯახების შედეგად საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. დაზიანებები არც PSY-ს მიუღია.

სამართალდამცველები უკვე იკვლევენ შემთხვევას და დამნაშავის დადგენას ცდილობენ. რეპერი ყველანაირ კომენტარზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

მომღერალს არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უყვარს ალკოჰოლური სასმელები და რომ მისი რეკორდსმენი სიმღერაც “GANGNAM STYLE” სწორედ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დაიწერა. არ არის გამორიცხული PSYავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც ამავე მდგომარეობაში ყოფილიყო.