27 ივლისი, 2015

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის პრემიაზე ქართული წიგნი მოხვდა

1frankfurt2015ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პრემიაზე “The Beauty and The Book Award“ ქართული წიგნი მოხვდა. ინფორმაციას ილუსტრატორი და დიზაინერი თეონა ჭანიშვილი ავრცელებს და დახმარებას ითხოვს:

“მეგობრებო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი ხმები. გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ გამოცემული და ჩემი დიზაინით და ილუსტრაციებით შექმნილი გიორგი ლეონიძის “ნატვრის ხე” ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წლის საუკეთესო წიგნის დიზაინისთვის პრემიის შორტლისტსშია. ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ ხმის მიცემა. გთხოვთ, არ დაიზაროთ, გახსენით ლინკი http://beautyandbook.com/en/the-wishing-tree/ და დაუწერეთ პეპლები. მადლობა!”

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გამარჯვებული წიგნის ფესტივალის მეოთხე დღეს 17 ოქტომბერს გამოვლინდება.