7 ივლისი, 2015

ფოთში რეგიონალური თეატრების ფესტივალი გაიმართება

1fotiფოთში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხიაა, სამხატვრო ხელმძღვანელი კი ნინელი ჭანკვეტაძე.

რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონალური თეატრები. ქართული და უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები მაყურებელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან.

საერთფაშორისო ფესტივალი ფოთში 15 ივლისს გაიხსნება და 25 ივლისამდე გაგრძელდება.