11 ივლისი, 2015

ფოთის თეატრს ახალი სცენა შეემატა

1fotiფოთის თეატრს ახალი სცენა შეემატა. ექსპერიმენტულ სივრცეს დამაარსებლებმა “ფოთის თეატრის სარდაფი” უწოდეს. 12 ივლისს ფოთის თეატრის სარდაფი პრემიერით გაიხსნება.

პოლონელი რეჟისორი დარიუშ ეზერსკი ქართველი მსახიობებთან ერთად წარმოადგენს სპექტაკლს, რომელიც სლავომირ მროჟეუის “ემიგრანტების” მიხედვით არის დადგმული.

“ჩარეცხილები” – ასე ეწოდებლა სპექტაკლს, რომელშიც რამაზ იოსელიანი და გიორგი სურმავა მონაწილეობენ.

– ფოთის თეატრის ამოცანაა, შემოგთავაზოთ მაღალმხატვრული და მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული პროდუქცია, რათა ფოთმა იამაყოს თავისი თეატრით! 2015 წელს პოლონური თეატრი 250 წლის გახდა! სწორედ ამ თარიღს ვუძღვნით პოლონელი ავტორის დაწერილი პიესის მიხედვით პოლონოლი რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლს! იმედია სპექტაკლი გულგრილს არავის არ დატოვებს! შესანიშნავი, დახვეწილი, ფილიგრანული სამსახიობო ნამუშევარი! მობრძანდით! არ ინანებთ! ხვალ, ყველა სიკეთესთან ერთად, ფოთის თეატრისთვის მეტად მნიშვნელოვანია დღეა! ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ექსპერიმენტული სივრცე “ფოთის თეატრის სარდაფი!” ახალი სივრცე მომავალში მცირე ზომის პიესების, ექსპერიმენტელი სპექტაკლების და ალტერნატიული პერფორმანსების ჩატარების საშუალებას მოგვცემს! ხვალინდელ სპექტაკლზე მხოლოდ 40 ადგილია! – ნათქვამია ფოთის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.