20 ივლისი, 2015

ოთო ნემსაძე დუმილს არღვევს

1oto nemsaმომღერალი ოთო ნემსაძე დუმილს არღვევს და მუსიკალური და გარდასახვის შოუს “ერთი ერთში” ფინალთან დაკავშირებით, პირველ საჯარო კომენტარს აკეთებს. პროექტის მეოთხე სეზონის გამარჯვებულმა თაკო გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მას კოლეგებმა გამარჯვება არ მიულოცეს. ოთომ ჩათვალა, რომ გაჩუმება არ შეიძლება და ასეთი განცხადება გაავრცელა:

“ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ეხლა უბრალოდ არ შეიძლება გაჩუმება, პირველ რიგში არვის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და ვინც მიცნობს, იცის რასაც ვფიქრობ ზოგადად ჩემს კოლეგებზე და მით უმეტეს ინტრიგანი და შურიანი ადამიანი ნამდვილად არ ვარ. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ საერთოდ არანაირი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს ჯერჯერობით ამ კონკურსზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დამთავრდა, მაგრამ არ შევეგუები ცილისმწამებლურ და ათასნაირ მოგონილ ისტორიებს.

ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა არც ამ შოუთი დაწყებულა და არც აქ არ დამთავრდება. მინდა ყველამ იცოდეს და თუ ვინმეს სურვილი აქვს გადაახვიოს და ნახოს, რომ მე ჩემს კოლეგას, მართლაც რომ ერთ-ერთ საუკეთეთსო მომღერალს თაკო გაჩეჩილაძეს სცენაზევე მივულოცე და დღესაც და ცხოვრების ბოლომდეც ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. რაც შეეხება სცენაზე დგომას, ნამდვილად არ გავჩერდებოდი იმ სცენაზე,სადაც ფინალში მიკროფონი მეთიშება და სადაც ნამდვილად ის აურაა, რომელში ყოფნასაც არც ერთ ჩემს კოლეგას არ ვუსურვებ.

ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ შეურაცმხყოფელი კომენტარებისაგან და დატკბით ცხოვრებით. წარმატებები ყველას და მადლობა უამრავ ადამიანს, რომელიც არა მარტო ამ სამი თვის განმავლობაში, არამედ მთელი ცხოვრებაა ჩემს გვერდით არიან. მიყვარხართ და მეამაყებით!”