23 ივლისი, 2015

ოთარ თაქთაქიშვილის იუბილე ქუთაისის ოპერის თეატრში აღინიშნება

otar62015 წელი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. ამ თარიღს საქართველოს მუსიკალური დაწესებულებები მთელი წლის განმავლობაში აღნიშნავენ. კონსერვატორიის შემდეგ, იუბილე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აღინიშნება.

სამხატვრო ხელმძღვანელის ირინე ლომინაძის გადაწყვეტილებით, 46-ე თეატრალური სეზონი 24 ივლისს ოთარ თაქთაქიშვილის ოპერით “მინდია” დაიხურება. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი სტურუა, ნათია სტეფანიშვილი, ლაშა თითბერიძე, კალისტრატე ხარჩილავა, ემილ ჩარგაზია და გიგა აბულაძე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, პაპუნა ღვაბერიძის დირიჟორობით, თეატრის გუნდი, ქორეოგრაფიული დასი და ქუთაისის პანტომიმის თეატრი.

ოთარ თაქთაქიშვილის “მინდია” ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მაია გაჩეჩილაძემ დადგა, მხატვრობა თემურ არსენიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია ვახტანგ უშვერიძეს, მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძეა, ხოლო კონცერტმაისტერები მედეა კობახიძე, მეგი ჭანტურია, ცისანა კაიშაური, ნათია მაისურაძე და ლიკა ჯოჯუა.