6 ივლისი, 2015

ნიკოლოზ რაჭველი საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრავს

1nikolozნიკოლოზ რაჭველი საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრავს. მაესტრო, რომელიც 13 ივნისს პირადად დაზარალდა, გერმანიაში გაემგზავრება.

ბერლინში, საქართველოს საელჩოში მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები შეიკრიბებიან და 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულებისთვის კონცერტს ჩაატარებენ. საქველმოქმედო საღამო 10 ივლისს არის დაგეგმილი.

კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო მომღერლები ნინო სურგულაძე, გოჩა აბულაძე და გიორგი გაგნიძე, ასევე პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.

საღამოზე შესრულდება გია ყანჩელის, ბახის, შოპენის, ვერდის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები.