Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკოლოზ რაჭველი: ,,ყველამ ვიაქტიუროთ!”

12 ივლისი, 2015

1rachvveelliiდირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც ამჟამად მიუნჰენში იმყოფება, საჯარო წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს:

“არც კი ვიცი როგორ გამოვხატო საოკუპაციო ზოლის მორიგი გადმოწევისგან გამოწვეული სიბრაზის, აღშფოთების, ამავდროულად შიშის და განგაშის განცდა!

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ჩვენი საზოგადოების ერთი შეხედვით ნეიტრალური, გნებავთ ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომელიც უკვე არაერთხელ გამოვავლინეთ აქამდე განხორციელებული მსგავსი მოვლენების მიმართ (ცხადია ყველას არ ეხება აღნიშნული კრიტიკა, უპირველესად კი საკუთარ თავს ვდებ ბრალს).

ჩემის აზრით უკვე საკმაოდ მასშტაბური დემონსტრაციებია საჭირო, რომ ცივილურ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ მგონია, რომ დავიღალეთ, ყველაფრით დავიღალეთ და მზად ვართ მტრების მხრიდან ყოველ მორიგ დამცირებას საბოლოოდ მაინც შევეგუოთ…

მე ჩემის მხრივ შევეცდები ჩემს საერთაშორისო კოლეგებს ხმა მივაწვდინო და საქმის კურსში ჩავაყენო. მოდით ყველამ ვიაქტიუროთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მოვიფიქროთ, დავგეგმოთ, განვახორციელოთ! მინიმუმ შთამომავლობის წინაშე მაინც ვიყოთ პირნათელნი…

მშვიდობას ვუსურვებ ჩემ ლამაზ და ნიჭიერებით სავსე ქვეყანას!”