Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკო ბურის სასახლე აღდგება

27 ივლისი, 2015

1niko-buris-sasaxleსოფელ ძალისში ნიკო ბურის სასახლე აღდგება. I-II საუკუნეების ნაქალაქევი სოფელ ძალისში, ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დაიბრუნებს პირვანდელ სახეს.

ნიკო ბური იგივე ნიკო ბაგრატიონი ინგლისელებისა და ბურების ომის აქტიური მონაწილე იყო. ის წარმოშობით ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს ეკუთვნოდა.

ახალ საინვესტიციო პროექტებს და მუხრანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.

საინვესტიციო პროექტებზე „შატო მუხრანის“ დამფუძნებელი ფრედერიკ პოულსენი მუშაობს, რომელმაც მთავრობის მეთაურს მუხრანისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საინვესტიციო პრეზენტაცია წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შემდეგ მუხრანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად გარდაიქმნება.