8 ივლისი, 2015

ნიაზ დიასამიძე ზაარბრიუკენში იმღერებს

1niazaნიაზ დიასამიძე გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენისადმი მიძღვნილ ფესტივალზე იმღერებს. მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი “33ა” და ჯგუფი “ნიუტონი”.
ინფორმაციას ფესტივალის შესახებ მისი ორგანიზატორები ავრცელებენ:

– ზაარბრიუკენის გრანდიოზული ძველი ქალაქის ფესტივალი იწყება. წლევანდელ ფესტივალზე, სამი დღის განმავლობაში, სამ სცენაზე, წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი პროგრამა გერმანიის, საფრანგეთისა და საქართველოს ცნობილ ხელოვანთა მონაწილეობით. ფესტივალს ტრადიციულად ზაარბრიუკენის ქალაქის მერი შარლოტე ბრიცი გახსნის. ზაარლანდის სახელმწიფო თეატრის წინ ცენტრალურ სცენაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკის, სიმღერისა და თანამედროვე ცეკვის ინტერაქცია “ატლანტის ოკეანისპირეთიდან შავ ზღვამდე”. მასში მონაწილეობენ ნიაზ დიასამიძე 33ა, ჯგუფ “ნიუტონი”, მოცეკვავეები. ქორეოგრაფი ეკა არჩაიაა, დამდგმელი რეჟისორი კი ლაშა ონიანი.