Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანი ბრეგვაძე იურმალაშია

1bregvadzeმომღერალი ნანი ბრეგვაძე იურმალაშია. ამისთვის ხელოვანს საპატიო და საამაყო მიზეზი აქვს. ქართული სცენის დედოფალი 9 ივლისს მონაწილეობას მიიღებს კონცერტში, რომელიც Дзинтари-ის სცენაზე გაიმართება.

ორდღიანი კონცერტების ორგანიზატორი ლატვიელი ვარსკვლავი ლაიმა ვაიკულეა. Laima Vaikule Rendez-vous – ასე ჰქვია კონცერტებს, რომლებშიც უშუალოდ ლაიმას მიერ შერჩეული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

– კონცერტებისთვის შევარჩიე ადამიანები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემს შემოქმედებაში. მათ შორისაა ნანი ბრეგვაძეც, – განაცხადა ლაიმა ვაიკულემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ქართული ესტრადის დედოფალიც ესწრებოდა.

8 და 9 ივლისს მსმენელის წინაშე წარსდგებიან ლატვიელი მომღერლები. მათთან ლაიმას შემოქმედებითი ურთიერთობები და პირადი სიმპათიები აკავშირებს. ნანი ბრეგვაძე კი, რომელიც ერთადერთი ქართველია მონაწილეებს შორის, იურმალაში 9 ივლისს იმღერებს.