2 ივლისი, 2015

მოკაფიავეები თბილისში ჩამოვიდნენ

f7ფშაველი და ხევსური მოკაფიავეები თბილისში ჩამოვიდნენ.

2 ივლისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოლკლორის ბაღში კაფია-გალექსების საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ფშაველი და ხევსური მოკაფიავეები მართა ჭინჭარაული, დათო თეთრაული, ცოტნე ალბუთაშვილი, გია არაბული, ტრისტან მახაური, მიშა ღანიშაშვილი, მარიამ ხუცურაული, ილო ფხოველი, გიო ზვიადაური, ადამ ბექაური, შოთა ქუმსიაშვილი, ვაჟა ზურაბაშვილი, თამარ ზურაბაშვილი, ნოდარ ოდიშელიძე, ზაურ წოწკოლაური, ბაბუა ალუდაური.

საღამოს ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული გაუძღვებიან.