31 ივლისი, 2015

მიხეილ შუფუტინსკი ბათუმში იმღერებს

1shufutinskiცნობილი რუსი მომღერალი მიხეილ შუფუტინსკი საქართველოში ჩამოვა და ბათუმში იმღერებს. მომღერალი 16 აგვისტოს კონცერტს ბათუმის კორტებზე ფესტივალ “ჰით ბათუმის” ფარგლებში გამართავს.

მომღერალი და მუსიკალური პროდიუსერი მიხეილ შუფუტინსკი 34 წელია ამერიკის მოაქალაქეცაა. ემიგრაციის პერიოდში მან შექმნა საკუთარი შოუ ”Ataman-Band”, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მომღერალს გამოშვებული აქვს 27 სტუდიური ალბომი.
რუსი ვარსკვლავი ბათუმში “Music Promotion”-ს ჩამოყავს. რამდენია მომღერლის ჰონორარი, საიდუმლოდ რჩება. კონცერტის ორგანიზატორების განმარტებით, რუსული შანსონის და პოპის მომღეარლის მიხეილ შუფუტინსკის ჩამოყვანა და სოლოკონცერტის ჩატარება, სოციალურ ქსელში ჩატარებული კვლევის შედეგად გადაწყდა.

მიხეილ შუფუტინსკის სოლოკონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 50-დან 130 ლარამდეა.