27 ივლისი, 2015

მებო ნუცუბიძე ფესტივალებმა უარყვეს

1mebos-koncerti-kievshiმუსიკოსი და მომღერალი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ საქართველოში ის და მისი ჯგუფი The BearFox ყველა ფესტივალისგან უარყოფილები არიან.

მომღერალი თავის ახალ კონცერტსაც აანონსებს და აცხადებს, რომ იძულებულია ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამართოს კონცერტები.

”საქართველოში ყველა ფესტივალისგან უარყოფილებს (Tbilisi Open Air-ის გარდა), სხვა გზა არ გვაქვს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვმართავთ ლაივებს.

ეს კიევის აფიშაა, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. სხვა ქალაქების თარიღები მალე დაიდება.

ვინც უკრაინაში ხართ, მოდით, მოგვისმინეთ. საქართველოში სამწუხაროდ ვერსად ვუკრავთ.”

მებოს და The BearFox-ის კონცერტი უკრაინის დედაქალაქში 21 ოქტომბერს გაიმართება.