2 ივლისი, 2015

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

1mamukaმომღერალ მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის გამო, მომღერლის მიერ დაგეგმილი ყველა კონცერტი და ღონისძიება გაუქმებულია.

3 ივლისს რესტორან “ბერმუხაში” უნდა ჩატარებულიყო საღამო „ჩარკვიანების ოჯახი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად“, რომელშიც მონაწილეობდნენ გელა ჩარკვიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი და მათი ოჯახის წევრები, ასევე ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები “ბერმუხა“, საღამო კი ზურაბ ყიფშიძეს უნდა წაეყვანა.

როგორც “არტინფოს” რესტორან “ბერმუხაში” განუცხადეს, დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია, რადგან მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სასწარფო ოპერაცია დასჭირდა და ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

გაუქმებულია 4 ივლისს ზუგდიდში დაგეგმილი მამუკა ჩარკვიანის საიუბილეო საღამოც სახელწოდებით “20 წლის შემდეგ”, რომელიც ზუგდიდის კულტურის ცენტრში “ოდიში” უნდა ჩატარებულიყო.