9 ივლისი, 2015

მამუკა ჩარკვიანი საოპერაციოდ გაემგზავრა

1mamuka-charkმომღერალი მამუკა ჩარკვიანი უცხოეთში საოპერაციოდ გაემგზავრა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში პიანისტმა ირმა გიგანმა გაავრცელა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული ფოტოც დადო წარწერით “გავაცილეთ”.

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა. მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც მხოლოდ უცხოეთში კეთდება და ოჯახს საკმარისი თანხები არ აქვს.

მომღერლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გასაჯაროვების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამუკა ჩარკვიანის ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.