11 ივლისი, 2015

მამუკა ჩარკვიანი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა

1mamuka-charrkvvianiმომღერალი მამუკა ჩარკვიანი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა. ის საზღვარგარეთ რამდენიმე დღის გაემგზავრა. მამუკას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ყველაფერი კარგად დასრულდა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი ბექა მჭედლიშვილი ავრცელებს:

“პრემიერის პრესსამსახურში დარეკა ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა. მამუკა ჩარკვიანის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ფეხის ამპუტაციას გადაურჩა და დიდი მადლობა პრემიერს, ღარიბაშვილმა მდიდრიშვილად მაქციაო. ვულოცავ ბატონ მამუკას და მის თითოეულ გულშემატკივარს ამ კარგ ამბავს და ველით მის დაბრუნებას სამშობლოში.”