Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მამუკა ჩარკვიანი პატიებას ითხოვს

1mamukaმომღერალი მამუკა ჩარკვიანი მეგობრებს და საზოგადოებას პატიებას სთხოვს.

მომღერალი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუუარესდა და სასწრაფოდ საზღვარგარეთ გახდა წასაყვანი საოპერაციოდ, სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და თავის ერთგულ მსმენელს და მეგობრებს მიმართავს:

– მეგობრებო! მაპატიეთ შემოგევლოთ მამუკა, მე ცოტახნით დაგტოვებთ და ისევ მოვალ! მაპატიეთ, მე ისევ მოვალ!

მამუკა ჩარკვიანს 3 და 4 ივლისს თბილისსა და ზუგდიდში კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი. ორივე კონცერტი სასწარფო ოპერაციის გამო მოიხსნა.

აგვისტოში მომღერალს 60 წელი უსრულდება. მისი ოცნებაა სოლოკონცერტი ცოცხალ ორკესტრთან ერთად გამართოს.