24 ივლისი, 2015

მამა პეტრე ტელეწამყვანი ხდება

1mama-petreმამა პეტრე (კვარაცხელია) ტელეწამყვანი ხდება. ახალი სატელევიზიო სეზონიდან სასულიერო პირი საავტორო გადაცემას წაიყვანს, რომელსაც “განზომილება” ეწოდება.

ინფორმაციას ამის შესახებ მამა პეტრე თავად ავრცელებს:

“მალე, ალბათ სექტემბრიდან ძალაში შევა დაპირებული საავტორო გადაცემა სახელწოდებით ,,განზომილება”, ეს არ იქნება საუბარი მხოლოდ რელიგიაზე. მიმდინარე პროცესებს ექნება ადექვატური შეფასება…

დღეს მანახეს სტუდია, რომლის რესტავრირება მიმდინარეობს.

ეს არის ის, რაც ძალიან მჭირდება, არა მხოლოდ ჩემთვის, უპირველესად მათთვის, ვისაც სიმართლის თქმა და მოსმენა სურს…

ჩვენი ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შედის და მიხარია…”