17 ივლისი, 2015

კონსერვატორიის ორგანის კაპიტალური შეკეთება დაიწყო

1organiკულტურის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 4 ივნისს გამოსცა სახელმწიფო ორკესტრების, მუსიკალური ცენტრების, სახელოვნებო სასწავლებლების და ანსამბლების, შემოქმედებითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების თაობაზე N1149 განკარგულება.

ამის საფუძველზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას მიენიჭა უფლება გააფორმოს ხელშეკრულება ზემო აღნიშნულ კომპანიასთან „Alexander Schuke Postdam”.

მიმდინარე წლის 18 ივნისს კონსერვატორიასა და კომპანია „Alexander Schuke Postdam”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაწყებულია ორგანის კაპიტალური შეკეთება.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 1963 წელს დამონტაჟდა და საზეიმოდ გაიხსნა 3 მანუალიანი და 40 რეგისტრიანი ორგანი, რომლის ტემბრული და რეგისტრული თავისებურებები დარბაზის აკუსტიკაზე იყო გათვლილი. აღნიშნული ორგანი ერთდერთია პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

1998 წელს საქართველოს პარლამენტისა და გერმანიის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით გერმანულმა კომპანიამ განახორციელა მისი რესტავრაცია. რესტავრაციაზე უშუალოდ ალექსანდრე შუკეს შთამომავალი მუშაობდა. 2012 წელს ორგანის გაუმართავობის გამო, კვლავ შეფერხდა მასზე საკონცერტო შესრულება. მოწვეულ იქნა კომპანიის ექსპერტი, კომპანიის საგვარეულოს შთამომავალი მათიას შუკე, რომალმაც დაადგინა, რომ ორგანი სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა.