22 ივლისი, 2015

კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი ლოკარნოს კინოფესტივალზე

1locarnoლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ოთარ იოსელიანის და დათა ფირცხალავას ფილმების გარდა, კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის ფილმი მონაწილეობს. რუსეთში მოღვაწე ბაკურ ბაკურაძის ფილმი “Брат Деян” მთავარ საკონკურსო პროგრამაშია.

ფილმი დრამაა და წელს არის გადაღებული. რუსულ-სერბულ კოპროდუქციაში მთავარ როლებს მარკო ნიკოლიჩი და მიხაილ ტირინდა თამაშობენ. რეჟისურასთან ერთად, ბაკურ ბაკურაძე ფილმის სცენარისტიცაა.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარში მოთხრობილია ყოფილი გენერლის დეიან სტანიჩის ცხოვრების ბოლო პერიოდი. ის 10 წლის განმავლობაში ემალებოდა სასამართლოს სხვადასხვა მიუწვდომელ ადგილებში მანამ, სანამ სოფლის ხის სახლში არ აღმოჩნდა მოხუც სლავკოსთან. მკაცრი იზოლაციის პირობებში, გენერალი საკუთარ თავთან მარტო დარჩა და ამ ყველაზე მძიმე წუთებში სლავკო მისი ყველაზე უახლოესი მესაიდუმლე გახდა.