Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების სასახლემ უნიკალური ხელოვნების ნიმუში შეიძინა

16 ივლისი, 2015

1xelovnebis sasaxხელოვნების სასახლემ უნიკალური ხელოვნების ნიმუში შეიძინა. ინფორმაციას სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს:

“ხელოვნების სასახლემ უნიკალური ხელოვნების ნიმუში „სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი“ შეიძინა. ეს ძვირფასი ტილო სერგო ქობულაძის ნათესავის მხატვარ ილია ტატიშვილის ოჯახში ინახებოდა. ესკიზს საინტერესო ისტორია აქვს: ოპერის თეატრის ცნობილი ხანძრის შემდეგ მხატვარმა ფარდის აღდგენა გადაწყვიტა და მეორე ესკიზი შეადგინა, თუმცა საქმე გაჭიანურდა და ქობულაძემ ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, ესკიზი მისმა დეიდაშვილმა და ასისტენტმა ილია ტატიშვილმა დაასრულა, ნახატი რეპინისეულ ტილოზეა შესრულებული და გამოყენებულია კვერცხის გულით დამზადებული საღებავები. ძვირფასი ხელოვნების ნიმუში ტატიშვილის ოჯახში ინახებოდა, 84 წლის მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა ნახატის გაყიდვა გადაწყვიტა. ჩვენ კულტურის სამინისტროს დახმარებისათვის მივმართეთ, რეაქცია მყისიერი იყო, კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის და მისი მოადგილეების ძალიან აქტიური მხარდაჭერით ძვირფასი ხელოვნების ნიმუში საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყრელ ნაწილად იქცა! დიდი მადლობა მათ ასეთი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერისათვის! საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელოვნების სასახლეში ოპერის ფარდის პირველი ესკიზიც ინახება, მისი ავტორი სერგო ქობულაძეა. ამდენად დაინტერესებულ პირებსა და მკვლევარებს საშულება ექნებათ სრულად გაეცნონ ოპერის ფარდის შექმნისა და აღდგენის უნიკალურ და სრულ ისტორიას. ხელოვნების სასახლემ ასევე შეიძინა ილია ტატიშვილის მიერ შესრულებული „ბესიკ გაბაშვილის პორტერტი“ და პეიზაჟი „ბორჯომის ახლოს“.

1qobuladzis-farda