6 ივლისი, 2015

ჯიმ ქერი ბოდიშს იხდის

1jim-qeriThe Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯიმ ქერი საჯაროდ იხდის ბოდიშს. მსახიობმა სოციალურ ქსელში “ტვიტერი” ბავშვის ფოტო გაავრცელა, რომელიც ანტივაქცინური კამპანიისთვის გამოიყენა.

ჯიმ ქერის მტკიცებით, ზოგიერთი ვაქცინაცია არა თუ უსაფრთხოა, საშიშიც არის, რადგან მას შეუძლია პატარები მძიმედ დაავადონ, თუნდაც აუტიზმით. მსახიობმა ტვიტერზე ამის დასტურად სწორედ აუტიზმით დაავადებული ბიჭუნას ფოტო ატვირთა, თუმცა უნებართვოდ.

ჰოლივუდის ვარსკვლავს მალევე გამოეხმაურნენ ბავშვის დედა და დეიდა და სთხოვეს ფოტო წაეშალა, რადგან ბიჭუნას აუტიზმი ვაქცინაციამდე დაუდგინდა. რა თქმა უნდა, მსახიობმა ფოტო მაშინვე წაშალა და ბოდიშიც საჯაროდ მოიხადა:

“ბოდიშს ვიხდი, რომ დაუკითხავად გამოვაქვეყნე აუტიზმით დაავადებული ბავშვის ფოტო. ნამდვილად არ მიფიქრია ჩემი საქციელით ვინმესთვის ტკივილის და უსიამოვნების მიყენება.”