2 ივლისი, 2015

ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი” თეატრის სცენაზე

1igiქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთი გამორჩეული მოთხრობა “იგი” თეატრის სცენაზე გაცოცხლდება:

“კიდევ კარგი არავის შეუმჩნევია გამართული იგი, იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორებიც არიან სხვები, მაშინ აღარც მარტოობა ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს.”

„იგი“ პრეისტორიული ხანის ადამიანების ამბავია და მათგან ერთ-ერთის ცხოვრების გზა პიროვნებად ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ.

“იგი” ბრძოლაა ინდივიდსა და საზოგადოებას შორის. მიუხედავად საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულებისა, თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისუფალი სული და იგი ადრე თუ გვიან გამოვლინდება.

,,იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია.”

სპექტაკლის პრემიერა 3 ივლისს მოძრაობის თეატრში გაიმართება. ინსცენირების ავტორი იოსებ ბაკურაძეა, რეჟისორი კახა ბაკურაძე, კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე, ქორეოგრაფები გიორგი ღონღაძე და ლაშა რობაქიძე, სცენოგრაფი ანუკა მურვანიძე, მეთოჯინე კი ირაკლი ხოშტარია.