29 ივლისი, 2015

ჯანო იზორია დაქორწინდა

1jano-izoriaფოთის თეატრის მსახიობმა ჯანო იზორიამ თეატრალური სეზონის დახურვა და შვებულება სარფიანად გამოიყენა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მან არჩევანი თავის კოლეგაზე გააკეთა. ჯანოს რჩეული ასევე ფოთის თეატრის მსახიობი ნინი გოშაძეა. წყვილმა ჯვარი ფოთის თეატრში დაიწერა.

ამ სასიხარულო ინფორმაციას ფოთის თეატრი ავრცელებს და ჯვრისწერის ფოტოებსაც აქვეყნებს:

“ჩვენს თეატრში კიდევ ერთი სასიხარულო ამბავია! ფოთის თეტრის მსახიობები ჯანო იზორია და ნინი გოშაძე დაქორწინდნენ! ვულოცავთ ჯანოს და ნინის! ვუსურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და წარმატებას!”