1 ივლისი, 2015

ჯაბა ქარსელაძის კიდევ ერთი წარმატება

1jabaმომღერალი ჯაბა ქარსელაძე, რომელიც პარიზში ცხოვრობს და სწავლობს, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, არც მუსიკალურ კარიერას ივიწყებს და სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობს.

ერთ-ერთი ასეთი კონკურსი მსოფლიო მნიშვნლობის ამერიკის სიმღერის ოლიმპიადაა, სადაც 200-ზე მეტი კონკურსატიდან ქართველმა მომღერალმა მეშვიდე ადგილი დაიკავა და საუკეთესოთა ათეულში მოხვდა.

ინფორმაცია ჯაბა ქარსელაძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:

“ამერიკის სიმღერის ოლიმპიადა, სადაც 200-ზე მეტი საკმაოდ ძლიერი კონკურსატიდან N7 ადგილი, ნამდვილად ვფიქრობ რომ ძალიან კარგი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჟიურის წევრების შეფასებას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, ვიდრე ხალხისას, როგორც ეს, სამწუხაროდ, ბევრ კონკურსში ხდება. ამ კონკურსში ამის ძალიან კარგი მაგალითია N22 კონკურსანტი, რომლმაც თითქმის 200.000 ხმა მოაგროვა, თუმცა ჟიურის დაბალი შეფასების გამო, იგი ნახევარფინალში ვერ მოხვდა, სამწუხაროდ. ასე რომ, კარგი იქნება ბევრი “ქართული” და არა მხოლოდ, თუ გადაიღებს ამ პრინციპს და კონკურსანტებს მაყურებელს კი არა, გამოცდილ და კომპეტენტურ ჟიურის ანდობს.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ხმა დამიჭირა და, რა თქმა უნდა, ინკოგნიტო ჟიურის წევრებს პირველ რიგში ამხელა მხარდაჭერისათვის და ამხელა ნდობის გამოცხადებისათვის. ასე რომ, ნახევარფინალში შევხვდებით ერთმანეთს!”