22 ივლისი, 2015

იური მეჩითოვი ახალ პროექტს იწყებს

1mechitoviფოტოგრაფი იური მეჩითოვი ახალ პროექტს იწყებს და საზოგადოებას დახმარებისთვის სოციალურ ქსელში მიმართავს:

“ჩემო ფეისბუქის მეგობრებო და ზოგადად მეგობრებო! ვიწყებ ახალ ფოტო პროექტს, რომელსაც პირობიდათ ვუწოდე “დამშვიდობება წარსულთან”. ეს იქნება ძველი ნივთებიდან შედგენილი კომპოზიციები. საბოლოოდ შეიქმნება დიდი ფორმატის 2016 წლის კალენდარი. თემებს შორის: სათამაშოები, ხმის ჩაწერა, ფოტოტექნიკა, მუსიკა, წიგნი, რელიგია, კომუნისტური ეპოქა, სამოყვარულო კინო, საათი – დრო, ხელსაწყო, დათვლა – აზომვა…

პროექტი დასრულდება ოქტომბრის მიწურულს. ვისაც აქვს სურვილი ჩემი დახმარებისა, გთხოვთ დამიმესიჯოთ ნივთების ფოტოები. ყველა არჩეული ნივთი უვნებლად დაუბრუნდება პატრონს. საჩუქრად გთავაზობთ ნატურმორტის ხელმოწერილ ფოტოგრაფიას. ნივთის ასაკი უნდა იყოს არანაკლები 30 წელი და თუ კალენდარი დაიბეჭდა, 10 ასლი დაურიგდება ყველაზე წარმატებულ კონტრიბუტორს. წინასწარ მადლობას გიხდით. თქვენი იური მეჩითოვი.”