13 ივლისი, 2015

,,იქს ფაქტორში” წესები შეიცვალა

iks-faqtori7მუსიკალურ შოუში “იქს ფაქტორი” ფინალისტების გამოვლენის წესი შეიცვალა. პროექტის პროდიუსერებმა ახალი წესები დაადგინეს.

ინფორმაცია “იქს ფაქტორის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა:

“ყურადღება! ფინალისტების გამოვლენის წესი შეიცვალა და ახალი წესების თანახმად, ოთხის ნაცვლად, გვეყოლება სამი ფინალისტი!

შემოსული ზარების მიხედვით, პირველ ორ ადგილზე გასული კონკურსანტები, ავტომატურად გადავლენ ფინალში!

დარჩენილი ოთხი კონკურსანტიდან, ერთ ფინალისტს აარჩევენ მენტორები! დაურეკეთ თქვენს ფავორიტს და დაეხმარეთ მოხვდეს ფინალში. მას ეს ძალიან სჭირდება!”