14 ივლისი, 2015

,,იქს ფაქტორის’’ ფინალისტები ცნობილია

iks-faqtori7მუსიკალური შოუს “იქს ფაქტორის” ფინალისტები ცნობილია. მეგაშოუს ნახევარფინალში ექვსმა კონკურსანტმა იმღერა და სამმა პროექტი დატოვა.

ნახევარფინალმა ერთ-ერთი მენტორის გარეშე ჩაიარა. ანრი ჯოხაძემ დომოდედოვოს აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო, თბილისში დროულად ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

ნახევარფინალში ზარების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 101.064 ზარიდან 27% ერგო და მაყურებლის გადაწყვეტილებით პირველი ფინალისტი გახდა გიორგი ნაკაშიძე.

ზარების 23%-ით მეორე ფინალისტად ნინი ბრეგვაძე დასახელდა.

მენტორების გადაწყვეტილებით კი პროექტში დარჩა მარიამ ჯანჯღავა.

სოფო ბათილაშვილი, ძმები გულაშვილები და თიკო მოსემღვდლიშვილი პროექტს გამოეთიშნენ.

“იქს ფაქტორის” მეორე სეზონის ფინალი 20 ივლისს გაიმართება.