7 ივლისი, 2015

იქს ფაქტორი ორმა კონკურსანტმა დატოვა

iks-faqtori7მუსიკალური შოუ “იქს ფაქტორი” ფინალს უახლოვდება და შესაბამისად, დაძაბულობაც პიკს აღწევს. პროდიუსერების გადაწყვეტილებით, პროექტი ამჯერად ორმა კონკურსანტმა დატოვა.

ლეგენდარული ჯგუფის ბითლზებისადმი მიძღვნილი საკონკურსო ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ორიგინალური აღმოჩნდა.

შოუს მსვლელობისას სულ დაგროვდა 36.569 ხმა. ყველაზე მეტი ზარი მიიღო და ხმების 20,5%-ით ხალხის რჩეული გახდა გიორგი ნაკაშიძე.

აუთსაიდერებად დასახელდნენ თიკო მოსემღვდლიშვილი, ლინდა ადამია და გიორგი ფრუიძე. ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტში დარჩა თიკო მოსემღვდლიშვილი, ლინდა ადამიამ და გიორგი ფრუიძემ კი პროექტი დატოვეს.