Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,იქს ფაქტორი” გიორგი ნაკაშიძემ მოიგო

21 ივლისი, 2015

1giorgi-nakashidzeმუსიკალური შოუს “იქს ფაქტორი” მეორე სეზონი აჭარელმა მომღერალმა, რიგითმა გიორგი ნაკაშიძემ მოიგო.

პროექტის ფინალურ შოუში 96.681 ზარი დაფიქსირდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, “იქს ფაქტორის” გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე გახდა გიორგი გაბუნიას გუნდიდან.

“რუსთავი 2”-ის რჩეულად დასახელდა ნინი ბრეგვაძე. ის, მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიიღებს 1000 ლარიან სტიპენდიას.

კომპანია “მაგთიკომმა” სამივე ფინალისტი დააჯილდოვა ორკაციანი, ერთკვირიანი საგზურით ბარსელონაში და ბილეთებით U2-ს კონცერტზე.

“ORBI” ჯგუფმა პროექტის გამარჯვებულისთვის დააწესა ბინა ბათუმში.

სუპერმარკეტების ქსელმა “ფრესკომ” 30.000 ლარით ნინი ბრეგვაძე დააჯილდოვა.

ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა თავის რჩეულს ნინი ბრეგვაძეს რიოში ორკაციანი საგზური აჩუქა.

ლუდსახარშმა “ზედაზენმა” ფინალისტებს გადასცა დასვენება თურქეთის კურორტზე. ხოლო გამარჯვებულისთვის დააწესა ფულადი ჯილდო 10.000 ლარი.

კომპანია ccloan.ge-მ თავის რჩეულს მარიამ ჯანჯღავას გადასცა საგზური და ორი ბილეთი მადონას კონცერტზე.

adjaranet.com-მა ხალხის რჩეულს, გიორგი ნაკაშიძეს გადასცა iPhone 6 და მას, როგორც პროექტის გამარჯვებულს, დაეხმარება ალბომის ჩაწერაში.