Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი ბოდიშს იხდის

1gurjaanis-centris-direqtoriგურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი ეთერ ლოლაძე ბოდიშს იხდის. საქმე ეხება ცენტრში ჩატარებულ საქველმოქმედო ტელემარათონს, რომელიც ეკლესიის მშენებლობას მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან მომღერლები ჩავიდნენ. მათ ცენტრის ხელმძღვანელობა არასათანადოდ დახვედრაში დაადანაშაულეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ცენტრის დირექტორ ეთერ ლოლაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა”

– გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი, ეთერ ლოლაძე, ბოდიშს იხდის პირველ ივლისს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოწვეული მომღერლებისთვის, არასათანადო პირობების შექმნით იქნა გამოწვეული.