10 ივლისი, 2015

გორის თეატრი აკაკი წერეთლის იუბილეს პრემიერით აღნიშნავს

1goris-teatriქართველი პოეტისა და მწერლის აკაკი წერეთლის იუბილნ გორის გიორგი ერისთავის დრამატულ თეატრში პრემიერით აღინიშნება.

10, 11 და 12 ივლის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლის „სამეფოო ძველთა-ძველო“ პრემიერა. თეატრალიზებული, ლექსით მოთხრობილი ამბავი რეჟისორმა ნუგზარ ლორთიფანიძემ აკაკი წერეთლის ლექსების მიხედვით დადგა და სრულიად განსხვავებული დრამატურგიული ნამუშევარი შექმნა.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ლევან ოზგებაშვილი, გვანცა ანდელაკი, შოთა ხანჯალიაშვილი, იოსებ მგალობლიშვილი, მზიკა ტურაშვილი, ნათია ოთინაშვილი, ზურაბ პავლიაშვილი, კობა კოპაძე, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი, მარიამ თევდორაშვილი, კახა ბერიძე, ლიკა კევლიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი, თამარ აზნარაშვილი, გიორგი გოგუაძე, მარი არღუთაშვილი, ანა ჩოგოვაძე, ზაზა თედელური, გიორგი ჩოჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, დალი ნათელაშვილი, ზვიად მაღალაშვილი, ნოდარ ქებაძე, დავით შოთაშვილი და დავით პავლიაშვილი.