გოგი მარგველაშვილი დაქორწინდა

1gogi-margvelashviliშოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაქორწინდა.

ხელოვანმა ჯვრისწერა მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერში გადაწყვიტა. ნეფემ მეჯვარეებად უახლოესი მეგობრები, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი და ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აირჩია.

გოგი მარგველაშვილის რჩეული სოფო კვანტალიანია. წყვილმა გაბედნიერება მოკრძალებულად აღნიშნა და მხოლოდ ახლობლების გარემოცვაში საზეიმო ვითარებაში სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.