2 ივლისი, 2015

ეთერ კაკულიას მეგობრებმა კლიპი მიუძღვნეს

1etoმომღერალ ეთერ კაკულიას მეგობრებმა კლიპი და სიმღერა მიუძღვნეს, რომელიც ერთ ღამეში ჩაიწერა. სიმღერის შავ-თეთრი ვიდეორგოლი უკვე გავრცელდა ინტერნეტში და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

ეთერ კაკულიას სავიზიტო ბარათად ქცეულ სიმღერას ”და მე არ მინდა სხვა ნეტარება” ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები ანრი ჯოხაძე, რუსა მორჩილაძე, დათუნა მგელაძე, მაკა ზამბახიძე, ნინი ქარსელაძე, ლელა წურწუმია, ნუცა ბუზალაძე, ნინი ბადურაშვილი და ელენე ფოჩხუა ასრულებენ.

მომღერალი 67 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის ვაკის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დროებით დაკრძალეს, ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

“არტინფო” გთავაზობთ კლიპს, რომლითაც ეთერ კაკულიას მეგობრები დაემშვიდობნენ.