Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,ერთი ერთშის’’ ფინალისტები ცნობილია

1ertiშოუს “ერთი ერთში” ფინალისტები ცნობილია. მეცხრე საკონკურსო ტურის დასრულების შემდეგ, ქულები დაჯამდა და ის 4 კონკურსანტი დასახელდა, ვინც 14 ივლისს გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ბოლო საკონკურსო ტური ზურა მანჯავიძის გარეშე ჩატარდა. მომღერალმა, რომელიც გოგი დოლიძედ უნდა გარდასახულიყო, წინა ტურში ჟიური უსაქციელობაში დაადანაშაულა, რასაც შოუს დასრულების შემდეგ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა.

ბოლო საკონკურსო ტურის გამარჯვებული და პირველი ფინალისტი 458 ქულით სოფო ბედია გახდა. მეორე ფინალისტი 448 ქულით – ოთო ნემსაძე, მესამე ფინალისტი 437 ქულით თაკო გაჩეჩილაძე და მეოთხე ფინალისტი 413 ქულით მარიტა როხვაძე.

ფინალისთვის ლოტოტრონმა მათ ახალი ვარსკვლავები შეურჩია. მარიტა ლაიზა მინელი იქნება, თაკო ალიშია ქისი, ოთო ელვის პრესლი, სოფო კი ტინა ტერნერი.

მეცხრე საკონკურსო ტურის შემდეგ, ფინალისტების ქულები განულებულია. მათ აღარც ჟიური შეაფასებს და ყველაფერს მაყურებელი და მისი ესემესები გადაწყვეტს.