Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ერთად გადავარჩინოთ მამუკა ჩარკვიანი!

1mamuka-charkkvianiმამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მომღერალს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება და ამისთვის სოლიდური თანხებია საჭირო. ხელოვანის ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს და საზოგადოების მხარდაჭერის იმედზეა დარჩენილი.

კოლეგის გადასარჩენად მომღერლებიც ერთიანდებიან. ოთხშაბათს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ მხოლოდ მამუკა ჩარკვიანს მიეძღვნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრატორი ბექა მჭედლიშვილი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამუკა ჩარკვიანის ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს:

– პრემიერის გადაწყვეტილებით, მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ მამუკას! – წერია განცხადებაში.