2 ივლისი, 2015

ენრიკე იგლესიასი დააპატიმრეს

1enrikeმსოფლიო ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესი 10 ივლისს არის დანიშნული. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, მომღერალი სამართალდამცველებმა კანონის დარღვევის გამო დაიჭირეს.

შემთხვევა მაიამიში მოხდა, როცა მომღერალი და მისი მენეჯერი მანქანით გადაადგილდებოდნენ. ენრიკემ კანონი დაარღვია, მან სასწრაფო დახმარების მანქანას გზა არ დაუთმო. ამის გამო, მომღერალს პოლიცია დაედევნა. აღმოჩნდა, რომ ენრიკეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

სანამ მათ მანქანას პოლიციელი მიუახლოვდებოდა, მომღერალი და მისი მენეჯერი ცდილობდნენ ადგილები გაეცვალათ, თუმცა ეს შეუმჩნეველი არ დარჩა და ორივე პოლიციის ადგილობრივ დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ენრიკე ეგლესიასს ორი ბრალდება აქვს წაყენებული, ერთ-ერთი მათგანის დამტკიცების შემთხვევაში, მას წელიწადნახევრიანი პატიმრობა ემუქრება.