29 ივლისი, 2015

ეკა კვალიაშვილს დაავადება გაურთულდა

1eka-kavliashviliiiiiiმომღერალ ეკა კვალიაშვილს დაავადება გაურთულდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მას პრობლემა მხედველობაზეც შეექმნა.

ეკა კვალიაშვილი:

“აშკარად გაიღვიძეს ჩემმა ანთებებმა… რა საზიზღარია, რა ცუდია და რომ ვერ ახსნი რა გაწუხებს, ისეთი ბანძი და დედა აფეთქებული შეგრძნებაა. თითქოს მტეხავს მთელ სხეულში, თავი. ყურები მიგუბდება, თავისით მეტირება, ჩასუნთქვისას. რაღაც აუხსნელი შეგრძნება მაქვს, ბანძი, დავიღალე. ეს დამპალი ავადმყოფობა, ორ წელიწადში ერთხელ იღვიძებს, და არავინ არ იცის როდის ჩაეთრევა, თვალები მტკივა. ამჯერად, თვალებზე მაწვება, და ვერ ვცნობ ჩემს თვალებს. ცუდად ვხედავ და ძალიან დასიებული მაქვს, მაგრამ, ეკამ იცის მაკიაჟის გაკეთება, ბაბუა მხატვარი მყავდა, ვიცი ჩრდილები როგორ დავსვა, მაგრამ, მაინც ვერ ვფარავ და ამიტომ, არ მინდა, რომ ხალხმა დამინახოს, როდესაც ცუდად ვარ. გამოვკეთდები, ღმერთის წყალობით და ეგრევე მაგარ ტუსოვკას ავაგდებ, მიყვარხართ.”