16 ივლისი, 2015

დესქტოპ თრილერი საქართველოს კინოთეატრებშია

1levan-gabriadzeქართველი რეჟისორის ლევან გაბრიაძის ფილმი “წაშალე მეგობრები” საქართველოს კინოთეატრებში 16 ივლისს გამოდის. ფილმს შემქმნელებმა დესქტოპ თრილერი უწოდეს.

ლევან გაბრიაძის ნამუშევრის დახურული ჩვენება 2014 წლის ივლისში შედგა კინოფესტივალზე „FANTASIA” კანადაში. ფილმმა სპეციალური ჯილდო მიიღო ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური ფილმი“.

2015 წლის მარტში ფილმი „წაშალე მეგობრები“ აჩვენეს კინოფესტივალზე „SOUTH BY SOUTH WEST” ტეხასში, ხოლო 4 აპრილს ფილმი წარადგინეს მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო-ფანტასტიკური და კომიქსების ფესტივალზე „WONDERCON” კალიფორნიაში. ჩვენებამ პოზიტიური გამოხმაურების ახალი ტალღა გამოიწვია, არა მხოლოდ მაყურებლების, არამედ კინოკრიტიკოსების მხრიდან.

ამჯერად ლევან გაბრიაძის ფილმს “წაშალე მეგობრები” ქართველი მაყურებელი შეაფასებს.