19 ივლისი, 2015

დაიანა კროლი თბილისში ჩამოდის

1diana-crollთბილისში ლეგენდარული კანადელი მომღერალი და ჯაზ-პიანისტი დაიანა კროლი ჩამოდის. შვიდწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. დიდ საკონცერტო დარბაზში მისი კონცერტი კომპანია “ისთერნ პრომოუშენის” ორგანიზებით ჩატარდება.

მთავარი მიზეზი, რის გამოც მომღერალი თბილისში ჩამოსვლაზე უარს ამბობდა, საქართველოში სასტუმროების ქსელის “Four season” არ არსებობა იყო. საბოლოოდ ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და 23 ოქტომბერს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში დაიანა კროლი საქართველოს დედაქალაქს შვიდკაციანი გუნდით ესტუმრება.

ლეგენდარულ ხელოვანს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი. 2009 წლის 11 დეკემბერს ჟურნალმა „Billboard” მას 2000-2009 წლების საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლებს შორის მეორე ადგილი მიაკუთვნა.