29 ივლისი, 2015

CNN-ი ქართული კინოთი დაინტერესდა

1cnnnnმსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანია CNN-ი ქართული კინოთი დაინტერესდა.

სპეციალურად ამ სფეროს უკეთ შესასწავლად თბილისში CNN-ის ჟურნალისტი Lianne Turner ჩამოვიდა და ეროვნულ კინოცენტრს ესტუმრა.

ჟურნალისტი საქართველოს შესახებ ნახევარსაათიან ფილმს იღებს, რომლის ნაწილიც ქართულ ფილმწარმოებას დაეთმობა.

ნანა ჯანელიძესთან და ზაზა ურუშაძესთან ინტერვიუები უკვე ჩაიწერა, ფილმი კი CNN International-ის ეთერში უახლოეს პერიოდში გავა.