6 ივლისი, 2015

ბათუმი მონოპიესების ფესტივალს უმასპინძლებს

1monopiesebis-festivaliბათუმში მონოპიესების ფესტივალი გაიმართება. მისი ორგანიზატორი ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეია“. ფესტივალი 7–15 ივლისს მოეწყობა, რომლის მიზანია ახალგაზრდა დრამატურგების, მსახიობებისა და რეჟისორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება; შემოქმედ ახალგაზრდებს შორის თეატრის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება; მონო სპექტაკლების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ხელშეწყობა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა, თანამედროვე შემოქმედების ნამუშევრები.

მონოპიესების ფესტივალში 5 შემოქმედებითი გუნდი მონაწილეობს: 1. რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი, მსახიობი სოფო ლეთოდიანი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე. 2. რეჟისორი ირაკლი გოგია, მსახიობი გიორგი ცხადაძე, დრამტურგი ირაკლი კაკაბაძე. 3. რეჟისორი ლაშა შეროზია, მსახიობი მარინა ბურდული, დრამატურგი ლილე შენგელია.4. რეჟისორი ოთარ ქათამაძე, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი, დრამატურგები ოთარ ქათამაძე და ეკა ჩავლეიშვილი. 5. რეჟისორი პაატა ციკოლია, დრამატურგი ლია ლიქოკელი, მსახიობი ანი ცეცხლაძე.

პირველი წარმოდგენა ფესტივალის ეგიდით 7 ივლისს გაიმართება. მაყურებელი ნახავს რეჟისორ ირაკლი გოგიას ნამუშევარს “აუტისტი ტერორისტის განცხადება”. სპექტაკლები ღია ცის ქვეშ ანბანის კოშკთან იქნება წარმოდგენილი და მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.