16 ივლისი, 2015

არასრულწლოვანი პატიმრებისთვის სპექტაკლი გათამაშდება

1speqtakli-patimrebisTvis17 ივლისს სასჯელაღსრულების N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სპექტაკლი გათამაშდება. “სტუმარი“ – ასე ეწოდება ერთმოქმედებიან დრამას, რომელიც რეჟისორმა გოშა გორგოშიძემ ერიკ ემანუელ შმიტის მიხედვით დადგა.

არასრუწლოვან პატიმრებს რუსთაველის თეატრი ესტუმრება და მისი მსახიობები მანანა აბრამიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ბაჩი ლეჟავა და ბაჩო ჩაჩიბაია წარმოდგენას გამართავენ.

“ზიგმუნდ ფროიდს მძიმე დღეები დაუდგა. ვენაში ნაცისტები შემოიჭრნენ. დაიწყო ებრაელების მასობრივი დევნა. ფროიდი ებრაელია და ფაშისტები მასაც ავიწროებენ. მეცნიერის ქალიშვილი ანა გესტაპოში მიჰყავთ და… სწორედ ამ დროს ოჯახს უცნობი ეწვევა. უცნობი ეუბნება მე ღმერთი ვარო. ათეისტი ფროიდი სტუმრის განაცხადს თავდაპირველად სერიოზულად არც აღიქვამს, შემდეგ კი მათი საუბარი საინტერესოდ და საკმაოდ უცნაურად წარიმართება,” – ასეთია არასრულწლოვანი პატიმრებისთვის შერჩეული სპექტაკლის სინოფსისი.