ანსამბლი ,,მეტეხი’’ გრანპრის მფლობელია

1metexiსომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ანსამბლმა “მეტეხი” უმაღლესი ჯილდო – გრანპრი დამსახურა. ფესტივალში 24 ქვეყნის ანსამბლი მონაწილეობდა.

წელს ანსამბლმა უკვე მეორე გრანპრი მიიღო. პირველად უმაღლესი ჯილდო ქართველ მოცეკვავეებს ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტვიალზე გადასცეს.

ინფორმაციას ანსამბლის გამარჯვების შესახებ მისი დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი ავრცელებს:

– თამამად შეგიძლიათ მოგვილოცოთ გამარჯვება! ვულოცავ ჩვენს დასს წარმატებას! წელს ჩვენმა კომპანიამ მეორე “გრანპრი” დაიმსახურა. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც იღებდა მონაწილეობას სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში.