10 ივლისი, 2015

ახალგაზრდა ვარსკვლავები ქველმოქმედებისთვის იმღერებენ

1konservatorrria10 ივლისს ქართული დიასპორის წარმომადგენლის ბექა გოგინაშვილის ინიციატივითა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტარდება საქველმოქმედო კონცერტი, რომლის მიზანია 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.

კონცერტში მონაწილეობენ საოპერო მუსიკის ახალგაზრდა ვარსკვლავები ბექა გოგინაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, ნინო ლაკვეხელიანი, თათია ჯიბლაძე, ლევან აბუთიძე, ნატალია ქუთათელაძე, ზურაბ იაშვილი, ლევან მაკარიძე, დავით გოგოლაშვილი, აკაკი იოსელიანი, მარიამ როინიშვილი, მერაბ სამყურაშვილი, თეა სუბელიანი და ნინო ჯაჭვაძე. ასევე პიანისტები ნინა სტეფანიანი, ქეთევან ინანიშვილი, ლალი საბანაძე, მაია ფერაძე, ნანა მიქაბერიძე, ეთერ ბუხრაშვილი და თემურ ელიავა.