13 ივლისი, 2015

13 უფასო ვებ-გვერდი ინგლისურის შესასწავლად

1Englishნათქვამია, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო. XXI საუკუნეში უცხო ენების მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. ადამიანები ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი ენა შეისწავლონ.

თუკი სიტყვების დაზუთხვა და ხანგრძლივი მეცადინეობა თქვენთვის მომაბეზრებელი გახდა, დღეისათვის უამრავი მეთოდი არსებობს უცხო ენის ინტერესით და მხიარულად სწავლისთვის.

“არტინფო” გთავაზობთ 13 სრულიად უფასო ვებ-გვერდს, რომლებიც სწავლის პროცესს უფრო სახალისოს გახდიან. თამაშები, კროსვორდები, აუდიოგაკვეთილები, სასაცილო სერიალები – არჩევანი თქვენზეა.

BBC Learning English – ეს არის ვებ-გვერდი ბრიტანული ინგლისურის შესასწავლად და მასში გაერთიანებულია ლექსიკონი, აუდიოჩანაწერები და ვიდეოჩანაწერები.

Livemocha – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი უცხო ენის მოყვარულთათვის, სადაც წარმოდგენილია მზა დავალებები და სავარჯიშოები 27 უცხო ენაზე.

Busuu – აქ თავმოყრილია სხვადასხვა საინტერესო დავალებები, რომელიც უცხო სიტყვების მარტივად დამახსოვრებასა და მათ წარმოთქმაში დაგეხმარებათ.

LinguaLeo – ერთ-ერთი ყველაზე გასართობი ვებ-გვერდი, რომელიც არა მარტო უფროსებს, არამედ ბავშვებსაც დააინტერესებს.

Duolingo – ამ ვებ-გვერდზე თავმოყრილია წერითი დავალებები და კარნახით შესასრულებელი სავარჯიშოები. სპეციალური ლექსიკონის აქტიურად გამოყენების შემთხვევაში ერთი კურსის დასრულების შემდეგ 2000 ახალი სიტყვა გეცოდიენებათ.

ESLPod – ეს ვებ-გვერდი თემატურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია. ამერიკული ინგლისურის შესწავლის შემთხვევაში, მისი მუდმივი მომხმარებელი უნდა გახდეთ.

Twomin English – ეს ვებ-გვერდი მათთვისაა, ვინც უპირატესობას ვიდეოებს ანიჭებს. 4-5 წუთიანი ვიდეოების ჩამოტვირთვა ტელეფონშიც არის შესაძლებელი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელ გზას კიდევ უფრო გააადვილებს და თან ცოდნასაც შეგმატებთ.

Learn English British Council – ვებ-გვერდი საკმაოდ მდიდარია ინგლისური ენის შესასწავლად. ვიდეორგოლები, თამაშები, დიალოგები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ინგლისურის სწავლის მსურველებს ვებ გვერდზე სტუმრობისას ელოდებათ.

Lang-8 – აქ საშუალება გეძლევათ გამოაქვეყნოთ თქვენი ნებისმიერი ნაშრომი – საშინაო დავალება, თემა თუ ბლოგისთვის მომზადებული წერილი. თქვენს ნამუშევრებს ვებ გვერდზე დარეგისტრირებული სპეციალისტები გაასწორებენ.

Engvid – ეს ვებ-გვერდი ძირითადად ვიდეოგაკვეთილებს აერთიანებს. ყველა ჩანაწერი დაყოფილია კატეგორიებად, რათა თქვენი ინტერესის სფერო მაქსიმალურად დაიკმაყოფილოთ. გათვალისწინებულია ისიც, დამწყები ხართ, საშუალო დონეზე იცით თუ კარგად ფლობთ უცხო ენას.

Exam English – ვებ-გვერდი ნამდვილი საბადოა მათთვის, ვინც ტესტების საშუალებით ცდილობს ინგლისურის შესწავლას. სხვადასხვა დავალებების შესრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ რეალურად განსაზღვროთ უცხო ენის ცოდნის დონე.

Loyalbooks – აქ ნახავთ 7.000-ზე მეტ უფასო აუდიოწიგნს, რომელთა ჩამოტვირთვაც ყველაზე მარტივია.

Learn American English Online – ეს უნიკალური ვებ-გვერდია ამერიკული ინგლისურის შესასწავლად. ვებ-გვერდზე განთავსებული დავალებები დაყოფილია 7 კატეგორიად სირთულეების მიხედვით. თითოეულ გაკვეთილში ყველა ის საკითხია გაერთიანებული, რაც ადამიანს უცხო ენის შესასწავლად სჭირდება.