წელს საქართველოს “სლავიანსკი ბაზარზე” ქართველი მომღერალი სოფი სააკაშვილი წარადგენს.
საკონკურსო კენჭისყრა უკვე გაიმართა, მომღერალს მე-18 ნომერი შეხვდა და მისი ნახევარფინალში გამოსვლაც წარმატებული აღმოჩნდა.
როგორც სოფი სოციალურ ქსელში წერს, მან ფინალისტობა მოიპოვა და კონკურსის დასკვნით ეტაპამდე მსმენელისთვის ფიმბერგის ორკესტრთან ერთად იმღერებს:
– მეგობრებო, საქართველო, გუშინ ფინალში გადავედი, დღეს ფიმბერგის ორკესტრთან ერთად მაქვს გამოსვლა, მეორე ნომერი ვარ, წარმატებები მისურვეთ! შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ საქართველოს დროით 23:00 საათზე ინტერნეტში ONT.by.